24-24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი IV ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაÂ „60 Years of the UN Covenants: Bridging Rights Gaps for Vulnerable Groups" გაიმართა.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროპული თანამშრომლობის ეგიდით მოქმედ COST Action (BLUE-RIGHTS)-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით, ასევე Jean Monnet Center of Excellence-ის ეგიდით ჩატარდა. Â
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდა შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, თურქეთი, ავსტრია, უნგრეთი) 30-მდე წამყვანი მეცნიერი, მკვლევარი და მაღალი რანგის პრაქტიკოსი. Â
ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: თსუ-ის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მორის შალიკაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, UNICEF Georgia-ს წარმომადგენელმა საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანიმ და COST Action (BlueRights)-ის თავმჯდომარემ, ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა პეტრიგიმ და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ოთხი პლენარული სესიის დროს განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
- ჯანმრთელობის უფლების განვითარება ზღვაზე: სამართლებრივი ჩარჩოები, მმართველობა და ცისფერი უფლებები
მოდერატორი: დოქტ. ეკა სირაძე (თსუ)Â Â
მთავარი თემები: ადამიანის უფლებები ზღვაზე, მეთევზეთა და მეზღვაურთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებათა პაქტების ინტერპრეტაცია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში. Â
- ადამიანის უფლებათა უნივერსალური დაცვა პრაქტიკაში: საერთაშორისო პაქტების განხორციელება ცვალებად სამყაროშიÂ
Â
მოდერატორი: პროფ. დოქტ. ირინე ქურდაძე (თსუ)Â Â
მთავარი თემები: გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სისტემის რეფორმირება, გაეროს პაქტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ურთიერთქმედება, ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები და გარემოსდაცვითი/საკუთრების დავების სასამართლო პრაქტიკა.Â
- ფსიქიკური ჯანმრთელობის მოწყვლადობა საზღვაო გარემოშიÂ
მოდერატორი: პროფ. დოქტ. ირინი პაპანიკოლოპულუÂ Â
მთავარი თემები: მეზღვაურთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და უსაფრთხოება გემზე, შრომითი უფლებები, როლი ზღვაზე და ადამიანური ფაქტორის გამოწვევები საზღვაო სფეროში. Â
- ადამიანის უფლებათა უნივერსალური დაცვის განვითარება: რეაგირება ახალ მოწყვლადობებსა და წარმოქმნილ რისკებზეÂ
მოდერატორი: პროფ. დოქტ. დავით პატარაია (თსუ)Â Â
მთავარი თემები: ეროვნულ უმცირესობათა დაცვა, ხელოვნური ინტელექტი და თანაბარი განათლების უფლება, შშმ პირთა უფლებები, არარეგულარული მიგრანტების გამოწვევები, პერსონალურ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების რისკები და საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება.
Â
კონფერენციის მაღალი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება განაპირობა ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მაღალი რანგის პრაქტიკოსების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების აქტიურმა მონაწილეობამ, მათ შორის
Â
ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობდნენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, პროფესორები და მკვლევრები:Â Â
- პროფ. დოქტ. ირინი პაპანიკოლოპულუ;Â Â Â
- დოქტ. კონსტანტინე კორკელია (თსუ პროფესორი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი 2025-2028 წლების ვადით);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ბექა ძამაშვილი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე);Â Â Â
- სამართლის დოქტორი თამარ გვარამაძე (საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თსუ ასოცირებული პროფესორი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ნიკო თათულაშვილი (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ირინე ქურდაძე (თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ეკა სირაძე (თსუ ასოცირებული პროფესორი, COST ACTION Blue Rights კომიტეტის წევრი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი თამარ ზარანდია (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ნანა მჭედლიძე (თსუ ლექტორი, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ნინო რუხაძე (თსუ ასისტენტ-პროფესორი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ხათუნა ბურკაძე (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ნათია კალანდარიშვილი-მიულერი (ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ მოწვეული ლექტორი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ნიჰან სენსბურსი (ორდუს უნივერსიტეტი, თურქეთი);Â Â Â
- სამართლის დოქტორი პატრიშია კენედი (კორკის უნივერსიტეტი, ირლანდია);Â Â Â
- სამართლის დოქტორი ბენედიქტ ჰარცელი (გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია);Â Â Â
- სამართლის დოქტორი კატარზინა ზომბორი (ცენტრალური ევროპის აკადემია, უნგრეთი);Â
- სამართლის დოქტორი მარიამ კევლიშვილი (თსუ ასისტენტ-პროფესორი).
ეს ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სამართლის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის.